„პური გულიანში“ საშობაო განწყობა და სურნელი ერთად ტრიალებს. ჩვენი ჯადოქარი მზარეულებისა და კონდიტერების წყალობით, 12 დეკემბრიდან სახაბაზოში საშობაო მენიუ გამოჩნდა და თქვენი საყვარელი წაბლის წვნიანი მენიუში კვლავ დაბრუნდა!
გარდა ამისა, აქ შეძლებთ, დააგემოვნოთ ჭვავის პურში გამომცხვარი ხბოს ხორცი წაბლით, გოგრით და ყველით; აჭარული ხაჭაპური ხურმით და ლურჯი ყველით; შტოშის და კუმკვატის გამომცხვარი ბეზე და სხვა უგემრიელესი კერძები, დესერტები თუ საახალწლო სასმელები.
ნამდვილი ქართული ქრისტესშობა ხომ წარმოუდგენელია საშობაო გურული ღვეზელის გარეშე, ჩვენს სახაბაზოში მისი ცხობა უკვე დაიწყო.
გვეწვიეთ ზაარბრიუკენის მოედანზე!