პური გულიანი ექსპრესი

Scroll Down
პური გულიანი ექსპრესი
პური გულიანი ექსპრესი

იმისთვის, რომ პური გულიანის უგემრიელესმა დესერტებმა და პურფუნთუშეულმა ქალაქის ყველა წერტილში დაამახსოვრონ თავი სტუმარს, პური გულიანი ექსპრესი ი. აბაშიძის 37-ში გავხსენით. ამ პატარა მყუდრო კაფეში ქალაქის დატვირთული ცხოვრების რიტმი განსაკუთრებით დილაობით იგრძნობა ყავის სურნელთან და ახალგამომცხვარ პურფუნთუშეულთან ერთად.

პური გულიანი ექსპრესი არის პური გულიანის ექსპრეს მიმართულება, რომელიც გვთავაზობს პური გულიანის ყველასათვის საყვარელ კერძებს, როგორიც არის აჭარული ხაჭაპური, ჩვენი ქათმის სალათი, ფერადი პომიდვრის სალათი, თქვენი საყვარელი დესერტები და რა თქმა უნდა პონჩიკები.

გარდა ამისა, ექსპრეს ფილიალში არის ფართო ასორტიმენტი, რომელიც მორგებული სწრაფად და გემრიელად მირთმევაზე. იქნება ეს საუზმე თუ ხემსი. 

„პური გულიანი ექსპრესი“ სტუმარს მყუდრო და ესთეტურ გარემოსთან ერთად სთავაზობს თან წასაღები საუზმეულის, ლანჩისა და დესერტების ფართო არჩევანს; უგემრიელეს ყავას, რომლის მარცვლებიც სპეციალურად ჩვენთვის იხალება და ჯანსაღ და გემრიელ სასუსნავს.