საახალწლო განსაკუთრებული ნუგბარი „პური გულიანისგან“!
პური გულიანის ამბები, ისტორიები და მოგონებები დაუვიწყარია და სამუდამოდ იბეჭდება მეხსიერებაში

Scroll Down
ამბები

დარწმუნებულები ვართ, „პური გულიანის“ ცნობილ გოზინაყის ტორტს ყველა სულმოუთქმელად ელოდით! ჩვენი უგემრიელესი განახლებული ტრადიციული საახალწლო ნუგბარის გაყიდვა სახაბაზოში უკვე დაიწყო. მისი შეკვეთა შეგიძლიათ როგორც „პური გულიანში“, ისე - „პური გულიანი ექსპრესში“.

კიდევ ერთი ტკბილი სიახლე, რაც ჩვენმა კონდიტერებმა მოგიმზადეს, საშობაო გულიანია. ეს სურნელოვანი და უგემრიელესი დესერტი ქართული ჩირეულით და თხილითაა მომზადებული და განსაკუთრებით უხდება ზამთრის სუსხიან დღეებს.

ორივე დესერტის შესაძენად გვეწვიეთ ზაარბრიუკენის მოედანზე ან შეუკვეთეთ გამოძახების პლატფორმების მეშვეობით!