გულიანი გუნდი
პური გულიანის ამბები, ისტორიები და მოგონებები დაუვიწყარია და სამუდამოდ იბეჭდება მეხსიერებაში

Scroll Down
ამბები

მზის ამოსვლასთან ერთად სამზარეულო ნელ-ნელა ხალხით ივსება და ჩვენი გუნდის წევრებიც ფუტკრებივით იწყებენ შრომას. ფუსფუსი ნელ-ნელა უფრო იმატებს და ჩვენი სახაბაზოც ახლადგამომცხვარი პურ-ფუნთუშეულის სურნელში იხვევა. ჩვენი გუნდის თითოეული წევრი საგულდაგულოდ არჩევს ახალ პროდუქტებს, ზოგი ღუმელს ახურებს, ზოგი კი უკვე შეუდგა თქვენთვის გემრიელი კერძების მომზადებას. 

შეგინიშნავთ ალბათ, როგორ შეუმჩნევლად ფუსფუსებენ ჩვენი გუნდის წევრები დარბაზში. საუბარში გახვეულებს გირთავენ და გიფერადებენ მაგიდებს სასმელითა და სხვა გემრიელით.

დღის ნებისმიერ მონაკვეთში, გულიანად გაგიმასპინძლდებით. აი ისე, როგორც ჩვენს წინაპრებს სჩვეოდათ.

ასე, რომ შევხდებით პური გულიანში..