კონცეფცია
პური გულიანი უნიკალური კონცეფციის მქონე სახაბაზოა, სადაც ქართული ხორბლითა და რეგიონალური პროდუქტებით, ყოველდღიურად მზადდება ტრადიციული კერძების, გულსართიანი პურ-ფუნთუშეულის და მადისაღმძვრელი დესერტების თანამედროვე ვარიაციები

Scroll Down
კონცეფცია
კონცეფცია  

პური გულიანი უნიკალური კონცეფციის მქონე სახაბაზოა, სადაც ქართული ხორბლითა და რეგიონალური პროდუქტებით, ყოველდღიურად მზადდება ტრადიციული კერძების, გულსართიანი პურ-ფუნთუშეულის და მადისაღმძვრელი დესერტების თანამედროვე ვარიაციები.

საინტერესო გასტრონომიული სივრცე და გულთბილი შეხვედრების ადგილი, პური გულიანი, ნებისმიერი გემოვნების მქონე სტუმრისთვისაა გათვლილი საუზმის, სადილისა, თუ ვახშმისათვის.

ღია სამზარეულოსა და თანამედროვე ინტერიერის დეტალების წყალობით, აქ მოსულ ნებისმიერ სტუმარს შეეძლება თავად გახდეს კულინარიული პროცესის მონაწილე. თბილი პურ-ფუნთუშეულის თავბრუდამხვევი სურნელი, ვისთვის ბავშვობაში დაბრუნება, ვისთვის კი ახალი გასტრონომიული გამოცდილება იქნება.